CHILD IN EVERY FAMILY!

ინფორმაცია დონორებს და სუროგატ დედებს

დონორობის და რეპროდუქციის ქართულ ბრიტანული ცენტრი მუშაობს უნაყოფობის მკურნალობის ყველა ტექნოლოგიის მიმართულებით, მათ შორის დონაციის და სუროგაციის. 

დონორის კომპენსაცია შეადგენს 2000-დან 3500 ლარს;
სუროგატი დედის კომპენსაცია შეადგენს 37000 ლარს.

 

 რა არის კვერცხუჯრედის დონაცია?

ქალს თითოეულ საკვერცხეში აქვს მრავალი ათასი კვერცხუჯრედი. დონაციის დროს ხდება საშუალოდ 10-15 კვერცხუჯრედის მომწიფება და აღება. ამრიგად კვერცხუჯრედის დონაცია არ ნიშნავს საკვერცხის დონაციას. აღებულ კვერცხუჯრედებს ანაყოფიერებენ სინჯარაში და მიღებული ემბრიონებიდან საუკეთესო გადააქვთ უშვილო ქალის საშვილოსნოში. საკვერცხეებიდან კვერცხუჯრედების აღების პროცედურა ტარდება პუნქციის (ჩხვლეტის) მეთოდით, უსისხლოდ და უმტკივნეულოდ. პროცესი არ საჭიროებს დონორის ჰოსპიტალიზაციას. კვერცხუჯრედის დონაცია უარყოფითად არ მოქმედებს შვილოსნობის უნარზე. ნებადართულია საქართველოს კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მუხლი 143. კვერცხუჯრედის დონაცია ეს არ არის ორსულობა, რომ ვინმესთვის შესამჩნევი იყოს, ამრიგად კვერცხუჯრედის დონორი  თავად წყვეტავს  გაუმხილოს თუ არა თავის ახლობლებს, რომ ის დონორია. 

ვის ესაჭიროება კვერცხუჯრედის დონორი?

უამრავ უშვილო ქალს აქვს დაორსულების უნარი ანუ აქვს ჯანმრთელი საშვილოსნო, მაგრამ არ გააჩნია ხარისხიანი კვერცხუჯრედები, რომლებიც საჭიროა ორსულობის მისაღებად. მათთვის დედობა მხოლოდ კვერცხუჯრედის დონორის მეშვეობითაა შესაძლებელი.

რამდენჯერ შეგიძლიათ იყოთ დონორი?

კვერცხუჯრედების დონაცია დასაშვებია მრავალჯერადად. დონორობიდან დონორობამდე რეკომენდირებულია შესვენება 2 თვით. ერთი წლის განმავლობაში შესაძლებელია დაახლოებით სამჯერ გახდეთ დონორი.

თანხა რომელსაც იღებს კვერცხუჯრედის დონორი:

კვერცხუჯრედის დონაციის დროს დონორი იღებს კომპენსაციას მისი დახარჯული დროისათვის, რეკომენდირებული სრულფასოვანი კვებისა და დასვენებისათის. დონორის კომპენსაცია ერთ დონაციაზე შეადგენს 2000-3500 ლარს.

რა არის სუროგატული დედობა?

სუროგატი დედა არის ქალი, რომლის საშვილოსნოშიც გადააქვთ სხვა ქალის კვერცხუჯრედისაგან მიღებული ემბრიონი, რომელიც იმყოფება განვითარების მესამე ან მეხუთე დღის სტადიაზე. სუროგატი დედის დახმარება ესაჭიროება ისეთ პაციენტს, რომელსაც თავისი საკუთარი ემბრიონის 9 თვე ტარება არ შეუძლია საშვილოსნოს პათოლოგიის ან რაიმე სომატური დაავადების გამო (მაგ. დიაბეტი). სუროგატ დედასა და ნაყოფს შორის არ არის გენეტიკური კავშირი ვინაიდან ემბრიონი სხვა ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგადაა მიღებული. სუროგატი დედის სისხლიდან მხოლოდ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს იღებს ნაყოფი. სუროგატი დედის საშვილოსნო ასრულებს ე.წ. ბუნებრივი ინკუბატორის როლს. სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონის გადანერგვა უსისხლო და უმტკივნეულო პროცედურაა ვინაიდან იმ მომენტისათვის ემბრიონი (ნაყოფი) ძალიან პატარაა (ჩანს მხოლოდ მიკროსკოპში) და გადატანა ხდება საშვილოსნოს ყელიდან. სუროგაცია ნებადართულია საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში საბერძნეთში, უკრაინაში, ისრაელში და სხვა ქვეყნებში. საქართველოს კანონის თანახმად სუროგატ დედას არ აქვს ბავშვის დედად დარეგისტრირების უფლება. სუროგატ დედას ნაყოფის კანონიერი და გენეტიკური მშობლები უხდიან სარჩო-თანხას დაორსულებამდე, ორსულობის და მშობიარობის პერიოდში, რომელიც ჯამში შეადგენს 37000 ლარამდე თანხას, ამ თანხიდან დაორსულებამდე პერიოდში სუროგატი დედა იღებს 500 ლარამდე, ხოლო ორსულობის პერიოდში მინიმუმ 700 ლარამდე თვეში, ტყუპების დაბადების შემთხვევაში სუროგატ დედას ეძლევა დამატებითი კომპენსაცია 5 000 ლარამდე.  ხშირ შემთხვევაში ჩვენი ცენტრის პაციენტები ხელშეკრულებაში დებენ საბანკო გარანტიის პირობას, რათა სუროგატი დედა იყოს დაზღვეული და არსებობდეს ტანხის მიღების გარანტია. ხელშეკრულება სუროგაციის შესახებ იდება ნოტარიული წესით.  უნაყოფობის პრობლემის მოგვარება სუროგატული დედობის მეთოდით ნებადართულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლით, რომლის თანახმად სუროგატი დედა არ ითვლება ბავშვის დედად. დაბადებისთანავე ბავშვის დაბადების მოწმობაში მშობლებად რეგისტრირდება წყვილი.

დონორების და სუროგატი დედების მონაწილეობას უშვილო წყვილების პრობლემის გადაჭრაში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში. ამ კეთილშობილური ნაბიჯზე ბევრი ოჯახის მომავალია დამოკიდებული. ამიტომ მსურველებს ველით ჩვენი ცენტრში გინეკოლოგთან კონსულტაციაზე. კონსულტაცია უფასო და ანონიმურია.

კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია უარყოფითად არ მოქმედებს შვილოსნობის უნარზე!

 

ჩვენი მისამართია:
თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქ.2/6 (იაშვილის კლინიკის მე-3 ეზოში, ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის გვერდით).
ტელ.: 2 355 155; 5 99 69 12 12

 

ასაკი
წონა
Read More
FaLang translation system by Faboba

IVF + Egg donation + Surrogacy + Pregnancy care + Childbirth:

32 700 USD